ეკა ბესელია: გუშინ ჩემს თავს რომ ვუყურებდი, მე თვითონ ვერ ვიცანი

2009-2010 წლებში უმძიმესი პერიოდი მქონდა და მაშინაც არავის ვუნახივარ წონასწორობიდან გამოსული, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

“მე ყველაფრისთვის მზად ვარ და ეს მეტყობა, მათ შორის ჩემი თავი პირველად დავინახე ისეთ როლში, რომელშიც დავინახე გუშინ. სხვათა შორის ვიხსენებდი 2009-10 წლების პერიოდს. ალბათ შედარებაც არ არის ალბათ… ეს ის პერიოდია, როდესაც ყველაზე მძიმე წლები იყო ჩემს ცხოვრებაში. მაშინ, სააკაშვილის რეჟიმის დროს, როდესაც ვერ მოიფიქრეს, როგორ უნდა დავესაჯე, ჩემი სკოლის მოსწავლე შვილი და ძმა ერთად დაიჭირეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით. მე ორი წელი ამ ომში ვიყავი ჩართული და ისე გავიარეთ სამივე ინსტანცია, რომ ვერც ერთი, ვერც მე და ვერც ის პატარა ბიჭები ვერ დაითანხმეს საპროცესო შეთანხმებაზე. მაგრამ, არავის არ ვუნახივარ წონასწორობიდან გამოსული. საბრალდებო სკამზე იჯდა ჩემი შვილი და ჩემი ძმა, რომელიც ასევე შვილივით მყავს გაზრდილი, იმიტომ რომ 12 წლით პატარაა ჩემზე. მე არ გამოვსულვარ მდგომარეობიდან.

გუშინ ჩემს თავს რომ ვუყურებდი, მე თვითონ ვერ ვიცანი. შეიძლება რაღაცა ძალიან მძიმე ამბავი ისე გადაიტანო, რომ შეინარჩუნო სიმშვიდე. იმ ბრძოლაში როდესაც ვიყავი, ვიცოდი, როგორ მებრძოდნენ, მაგრამ როდესაც ადამიანი გადალახავს ყველა აკრძალულ ზღვარს და ხაზს, ყველაფერს რომ იკადრებს ორი რამე უნდა გააკეთო – ან მართლა ფსიქიატრიულშია წასაყვანი, ან უნდა დადგე და იხარხარო. უბრალოდ მე ახლა არ ვარ ხარხარის ხასიათზე”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად