ეკა ბესელია გრიგოლ ვაშაძის „ენმ“-დან წასვლაზე: იმედია, ეს არ უკავშირდება პარლამენტში შესვლა არშესვლის საკითხს

პარტია “სამართლიანობის” ლიდერი ეკა ბესელიას მოსაზრებით, გრიგოლ ვაშაძის “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერობაზე უარის თქმა არ უნდა უკავშირდებოდეს პარლამენტში შესვლა არშესვლის საკითხს, რადგან პარტიას ამაზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს.

“ვერაფერს გეტყვით ეს შიდა პარტიული საკითხებია, რომელიც იმედია, არ უკავშირდება პარლამენტში შესვლა არშესვლის საკითხს. ამ საკითხზე პარტიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება. სხვა შიდა საკითხებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს”, – განმარტა ეკა ბესელიამ “აიპრესთან” საუბრისას.

შეკითხვაზე, იყო თუ არა მოულოდნელი გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილება, მას შემდეგ რაც მან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ აპირებდა პოლიტიკური საქმიანობის დატოვებას, ეკა ბესელიამ “აიპრესს” უპასუხა: “მეც ასე ვიცი”.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ სოციალურ ქსელში 15 დეკემბერს, დილით დაწერა, რომ ტოვებს “ნაციონალურ მოძრაობას”.გრიგოლ ვაშაძე: მე გადავწყვიტე გავიდე „ნაცმოძრაობის“ პარტიიდან

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად