ეკა ბესელია: გიგა ბოკერიასთან ინტელექტუალურად ვიჩხუბებდი

“მტერი უნდა ინატრო ისეთი, რომ ღირდეს მასთან ბრძოლა”,-ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, გადაცემა “პოლიტ-ქალაქში” განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე “ვისითან ამჯობინებდით თანადეპუტატობას, 150 კაცი უნდა იყოს. კოლექტიურ ბევრ მათიკაშვილთან თუ ბევრ ბოკერიასთან?” დამოუკიდებელი დეპუტატი პასუხობს:

“დავით მათიკაშვილს, ისიც არ აქვს, რაც იმ გიგა ბოკერიას. კრიტიკულად ხომ არის განწყობილი ბევრი ბოკერიას მიმართ, მეც ვარ. ინტელექტუალურად მაინც ვიჩხუბებდი. აი მათიკაშვილს რაზე უნდა ვეჩხუბო?! რა თემაზე უნდა ვესაუბრო?

ვიჩხუბებდი ბოკერიასთან ინტელექტუალურად. რაღაც წესებს დავიცავდი, ისიც დაიცავდა მგონი. მტერი უნდა ინატრო ისეთი, რომ ღირდეს მასთან ბრძოლა. ბოკერიასთან ბრძოლა შეიძლება. ამ პროცესში იქნება რაღაც ისეთი, რაც არ შეურაცმყოფდა ” – ამბობს ეკა ბესელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად