ეკა ბესელია: გედევან ფოფხაძეს პარტია არ დაუტოვებია, ეს ჭორია

გედევან ფოფხაძეს პარტია არ დაუტოვებია, ეს ჭორია-ასე პასუხობს “აიპრესთან” პარტია “სამართლიანობისთვის” დამფუძნებელი, ეკა ბესელია დღეს გავრცელებულ ინფორმაციას.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გედევან ფოფხაძემ ახალი პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ დატოვა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ ასევე პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ, ეკა ბესელიასთან ერთად,  პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” დატოვა და ეკა ბესელიას დაფუძნებულ ახალ პარტიაში გაწევრიანდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად