ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას იღებს

ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას იღებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის მორიგი სხდომა პარიზში იმართება, რომლის მუშაობაშიც, როგორც კომიტეტის ძირითადი წევრი, მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

კომიტეტის წევრები მოქალაქეობის ჩამორთმევის, როგორც ტერორიზმთან ბრძოლის ერთ-ერთი ზომის ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის საკითხთან და წამების წინააღმდეგ კომიტეტის რეკომენდაციების შედეგების უფრო მეტად უზრუნველყოფისთვის საპარლამენტო ასამბლეისა და ეროვნული პარლამენტების როლის გაძლიერებასთან დაკავშირებით ანგარიშების პროექტებს განიხილავენ და რეზოლუციის პროექტებს მიიღებენ.

გაიმართება მოსმენა ექსტრადიციის მოთხოვნასთან და ამ პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე და ასევე, ორგანიზებულ დანაშაულებთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესების საჭიროებაზე.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავთან დაკავშირებით, დაგეგმილია თემატური დებატები ადამიანის უფლებათა აქტუალურ საკითხებზე.

კომიტეტის წევრები განიხილავენ მინისტრთა კომიტეტს პასუხებს კომიტეტის რეკომენდაციებზე.

ამის შესახებ ინფორამციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად