ეკა ბესელია დავით მათიკაშვილს: ბანკი „ქართუს“ საქმეზე რომ იურისტებს ვეძებდით 2011 წელს, მაშინ „ბუნკერიდან“ იჭყიტებოდი, როგორც ახლა იჭყიტები მაგ ნიღბიდან

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ერთმანეთს დაუპირიპირდნენ დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი.

დაპირისპირება ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრის ბექა ნაცვლიშვილის მოთხოვნას მოჰყვა, რომელიც რეზოლუციის პროექტის ” დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი” პარლამენტში განხილვის მოთხოვნას შეეხება და რომლის საკანონმდებლო პრცედურა პარლამენტის საშემოდგომო სესიის ფარგლებში ვერ ესწრება.

“ბატონი მათიკაშვილი არ ვიცი, რომელ სასამართლოში მეძებდა, მაგრამ „ბუნკერიდან“ ნამდვილად ვერ დამინახავდა. ბანკი „ქართუს“ საქმეზე რომ იურისტებს ვეძებდით 2011 წელს, მაშინ ნამდვილად „ბუნკერიდან“ იჭყიტებოდი, ბატონო დავით, როგორც ახლა იჭყიტები მაგ ნიღბიდან”.

ასე მიმართა ეკა ბესელიამ უმრავლესობის წევრს, დავით მათიკაშვილს და ის პერიოდი გაიხსენა, როვა 8 წლის წინათ ის “ქართუ ბანკის” უფლებებს იცავდა სასამართლოში.

„ის პერიოდი რომ გაიხსენეთ, რაც ახლა, 8 წლის შემდეგ გეამაყებათ, ჰუმანური აქტი რომ მივიღეთ და მართლა გავათავისუფლეთ ბევრი ადამიანი, იმ ამბავთან თქვენ არც ემოციური, არც პოლიტიკური, არც ადამიანური ბმა არ გაქვთ. 2016 წელს შემოვიდა ადამიანი გუნდში. 2011 წელს რომ „ქართულ ოცნებაში“ იურიდიული ჯგუფი მქონდა შექმნილი და ბანკი „ქართუს“ საქმეებს ვიცავდი, დავით მათიკაშვილი საერთოდ არ არსებობდა არენაზე. ნუ გამახსენებინებთ რაღაცეებს. იურისტები რომ არ მყოფნიდა, დავით მათიკაშვილი მისივე ბანკის, სადაც მუშაობდა, დასაცავად არ გამოვიდა. რით იყო დაკავებული, ნუ გამახსენებინებთ! იმ მთავარ იდეასთან რომ არ გაქვთ არანაირი ბმა, ვინც ახლა „ქართულ ოცნებაში“ ხართ, იმიტომ არის ეს წყალგამყოფი გავლებული, სამწუხაროდ!“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკე ბესელიას  დავით მათიკაშვილმა უპასუხა, რომ მას და გურამ მაჭარაშვილს ყველა ინსტანციის სასამართლო მოვლილი აქვთ და ბესელია იქ არ უნახავთ.

„მესმის, რომ ცალკეული ჩვენი კოლეგისთვის მძიმეა ეს პერიოდი, მძიმედ სრულდება მე-9 მოწვევის პარლამენტი, ასევე მძიმე იქნება მათთვის 2020 წლის 31 ოქტომბერი და იქ გაცემს ქართველი ხალხი და ამომრჩეველი პასუხს, ვინ რა გააკეთა. ისე, მე და გურამ მაჭარაშვილს მოვლილი გვაქვს ყველა ინსტანციის სასამართლო და ქალბატონი ეკა ბესელია იქ არ მინახავს. ბანკს და მის თანამშრომლებს ვიცავდით „ნაციონალური“ რეჟიმისგან და აგრესიისგან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად