ეკა ბესელია დაწესებულ შეზღუდვებზე: გუშინ და გუშინწინ რომ უკვე იცოდნენ, ვის უმალავდნენ?

პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ შეზღუდვები კონსტიტუციის დარღვევით წესდება.

“რატომ უნდა აფრთხილებდე მხოლოდ 2 დღით ადრე ადამიანებს, რომ გადაწყვეტილია ასეთი გამკაცრებული ღონისძიებები??? როდის უნდა გააცნობიერონ, რომ ასეთი აკრძალვებისთვის მინიმუმ რამდენიმე დღე და კვირა მაინც ჭირდებათ მოსამზადებლად ? ბევრისთვის შეუძლებელიც იქნება გაუმკლავდეს ამ სირთულეებს.
გუშინ და გუშინწინ რომ უკვე იცოდნენ, ვის უმალავდნენ???
ცალკე თემაა , რომ ეს შეზღუდვები კონსტიტუციის დარღვევით წესდება!” – წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად