ეკა ბესელია: ჩვენ სიაში იქნება რამდენიმე საინტერესო ექიმი ქალი, ისინი კოვიდის ფრონტზე უშუალოდ იყვნენ ჩართულები

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ეკა ბესელიამ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“არცერთი რეფორმა ბოლომდე არ მიუყვანია “ქართულ ოცნებას”. ერთადერთი არის კოვიდის თემა, რაც არ არის მხოლოდ ხელისუფლების დამსახურება. მე კიდევ ერთხელ ვეუბნები მადლობას ექიმებს, მაგრამ მადლობა ასევე ჩვენს მოქალაქეებს”, – თქვა ეკა ბესელიამ.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა “ქართული ოცნების” რიგებში ექიმები, მათ შორის ჩვენი გადამრჩენელი ექიმებიც იყვნენ, რაზეც ბესელია ამბობს:

“ცუდი არ არის. სხვათა შორის ჩვენს საარჩევნო სიაშიც იქნება რამდენიმე ძალიან საინტერესო ექიმი ქალი. ისინი კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე არ იდგნენ, მედიასთან არ იდგნენ, მაგრამ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე იყვნენ და უშუალოდ ჩართულები იყვნენ ამ ფრონტზე და ეს მე პირიქით კარგი ტონი და ხაზგასმაა. პარლამენტს იურისტიც სჭირდება, ექიმიც და ეკონომისტიც, მაგრამ ეს არის ერთადერთი თემა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად