ეკა ბესელია: ჩემთვის გაუგებარია რატომ შეცვალეს ლევან იზორია ირაკლი ღარიბაშვილით

რატომ ლევან იზეორია?! ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.”,-ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, გადაცემა “360 გრადუსში” სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

“ჩემთვის გაუგებარია რატომ შეიცვალა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. მე ამ კითხვას დავსვამ. ვიცი ჩვენი მთავრი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელიც თავდაცვის უსაფრთხოებით რესურს დებდა კმაყოფილებას გამოხატავდა ამ მიმართულებთ.

მე მგონია, უფრო მეტი სიმყარე და განწყობების შეცვლისთვის და მეტი გარანტიებისთვის არჩევნების წინ საჭირო გახდა ღარიბაშვილის მიყვანა თავდაცვის სამინისტროში. მაგრამ რატომ ლევან იზეორია?! ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ამ კითხვას პასუხი უნდა გასცეს პრემიერობის კანდიდატმა”,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...