ეკა ბესელია: ბიძინა ივანიშვილმა მთავარი დაპირება, შეგვექმნა სამართლიანი სახელმწიფო-დატოვა შეუსრულებელი!

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთავარი დაპირება შეგვექმნა სამართლიანი სახელმწიფო – დატოვა შეუსრულებელი!

“წავიდა თუ დარჩა?
( ძალიან მოკლედ ამ ეტაპზე)
1. წავიდა პარტიის თავმჯდომარეობიდან ( უკვე არაფრისმომცემი თანამდებობიდან და მეტი დარდი არა აქვს – უცქიროს ყოველ დღე მათიკაშვილ ოხანაშვილებს….) დარჩა – გავლენებით
2. წავიდა საჯარო სივრციდან – დარჩა კულისებს მიღმა , საიდანაც გავლენების შენარჩუნება მაინც შესაძლებელია.
3. წავიდა პასუხისმგებლობებიდან( იტყვის ,, მე რაშუაში ვარ, აგე კობახიძის პარტია”😅) . დარჩა შესაძლებლობები
4. წავიდა პარტიიდანაც – (არც მხარდამჭერი , არც წევრი) იფიქრებს სხვაზე….
„ქართული ოცნება” დასრულდა!
კობახიძის ამარა დარჩენილი გაკოტრებული უხერხემლო მოცემულობა შეატოვა ამომრჩეველს – ეს იყო მოტყუება არჩევნების წინ იმ ხალხის, ვინც ხმა მისცა ივანიშვილს და არა კობახიძეს.
დატოვა კლანური მმართველობა სასამართლოში- ყველაზე დიდი ბოროტება და უსამართლობა!
დატოვა მართვის ყველაზე ცუდი სისტემა – არც ერთი თავისუფალი ინსტიტუტი!
რასაკვირველია არ ვივიწყებ რაც ქვეყნისთვის და ცალკეული ადამიანებისთვის სიკეთის სახით გააკეთა და უფალი შეიწირავს ამ სიკეთეს. არც მის როლს ვივიწყებ 2012 წელს აუცილებელ და გარდაუვალ ცვლილებებში და ესეც ფაქტია!
პ.ს მხოლოდ გულისტკივილით და სინანულით შემიძლია დავძინო , რომ მთავარი დაპირება და იდეა- შეგვექმნა სამართლიანი სახელმწიფო- დატოვა შეუსრულებელი!!!
„ქართული ოცნება “ დარჩება ოპოზიციაში ძალიან მალე!
ახალი ძალების და ჩვენი საზოგადოების წინაშე დარჩა მთავარი იდეა შესასრულებელი”, – წერს ეკა ბესელია.
ცნობისთვის, გუშინ, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ტოვებს პარტიას და პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას.

მოგვიანებით კი პარტიის გენერალურმა მიდივანმა კახა კალაძემ გააკეთა განცხადება და განაცხადა, რომ პარტიის ყრილობა 16 იანვარს ჩატარდება და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად