ეკა ბესელია: ბიძინა ივანიშვილის შიში მაშინ დაიწყება, როცა პარლამენტში მარტო დარჩება

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულმა პარტიებმა მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩნონ და არ შევიდნენ პარლამენტში.

მისი თქმით, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმ შემთხვევაში დანიშნავს ახალ არჩევნებს, თუ პარლამენტში მარტო დარჩება.

“არ შეიძლება ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილთან შესვლა იმ მოლოდინებით პოლიტიკოსის მხრიდან, მოდი რაღაცას გამოვტყუებ. სარგებელს მივიღებ, ეს არის მარცხის გზა. მას აქვს ჯერ კიდევ იმის იმედი, ყოველ შემთხევაში აიმედებენ ბიჭები, რომლებიც მის სამსახურში არიან, რომ ვიღაცა მაინც იქნება ისეთი, რომელიც ამ პოლიტიკური აქსესუარის როლს შეასრულებს. თუ არავინ აღმოჩნდება სუსტი ნებისყოფის, დაიცვას პრინციპს – არ შევალ და ბოიკოტს დაიცავს, დარჩება მარტო. მას შეუძლია ერთ დღეს ორჯერ შეცვალოს გადაწყვტილება. საჭიროა მეტი პრინციპულობა და თავმოყვარეობა.
დარჩენილი მარტო ის სხვაგვარად ალაპარაკდება. ძალიან მოკლე დროში.
ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და ვისურვებ… უბრალოდ კობახიძის დასაცინი ხო არ უნდა გახდეს ვინმე? თავმოყვარეობის საკითხია…
ბიძინა ივანიშვილის შიში მაშინ დაიწყება, როცა მარტო დარჩება. მას ჯერ კიდევ არ აქვს ხელი ჩაქნეული. ეს ეტყობა მისი ბიჭების კომენტარებზე. ამიტომ, როგორც კი მარტო, საკუთარ თავთან დარჩენილები გააცნობიერებს კრიზისის სიმწვავეს. იქნება ახალი არჩევნების თარიღი. ეს ძალიან მალე მოხდება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ “მთავარ აქცენტებში”.

ცნობითვის, ახალარჩეული პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოში 2020 წლის 11 დეკემბერს 12 საათზე შეიკრიბება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად