ეკა ბესელია: ასე საუბარი არ მინახავს, უხერხულია, ვოლსკი იტყვის ამას, კილაძე თუ სხვა

ამის შესახებ ეკა ბესელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“მე დღეს დავბრუნდი. მექნება შეხვედრა ივანიშვილთან და გვექნება ამ თემაზე საუბარი გუნდში. იგეგმება ფორმატიც და მექნება საუბარი ამ თემაზე. მე მინდა დავინახო, ვინ ემიჯნება ამ პროცესს ყალბი ფრაზებით და ქვეტექსტში შეპარული ორაზროვანი განწყობით კი არა, რაც რამდენიმე კომენტარში მოვისმინე, რაც სირცხვილი იყო”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კითხვაზე, ვის გულისხმობს, ბესელიამ უპასუხოდ დატოვა. ინგა გრიგოლიამ რამდენიმე კომენტარი ჩამოუთვალა – სოფო კილაძის, კახა კალაძის, გია ვოლსკის, თამარ ჩუგოშვილის, ირაკლი კობახიძის გაკეთებული კომენტარები და ჰკითხა, რომ მათ გულისხმობს თუ არა, რაზეც ბესელია პასუხობს:

“მათაც ვგულისხმობ. არ მინდა დავკონკრეტდე და სახელები და გვარები იყოს ჩემი სასაუბრო  შინაარსი, მაგრამ ვოლსკი იტყვის ამას, კილაძე თუ რომელიმე, ასე საუბარი არ მინახავს არ უნახავს თუ სხვა უხერხულია”-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად