ეკა ბესელია: არ გირჩევთ კობახიძის მათემატიკას დაეყრდნოთ, ის გამოირჩევა ცრუპენტელობით

“არ ვიცი რა ტიპის მათემატიკა ისწავლა მან და როგორ ითვლის ხოლმე”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძის კომენტარის შეფასებისას განაცხადა, სადაც კობახიძე ამბობს: “საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 60-20-20-ია – 60% “ქართული ოცნება”, 20% “ნაციონალური მოძრაობა” თავისი “ევროპული საქართველოთი” და 20% დანარჩენი ოპოზიცია”

“არ ვიცი რა ტიპის მათემატიკა ისწავლა მან და როგორ ითვლის ხოლმე, მაგრამ მისი გათვლები რომ არ ამართლებს, ეს ჩვენ რამდენჯერმე ვნახეთ. მათ შორის, ბიძინა ივანიშვილმაც იგემა მის მიერ მიერ გაკეთბული ცრუ პროგნოზი საპრეზიდენტო არჩევნების დროს და მე თვითონ შევესწარი. ის არწმუნებდა რომ 50% ბევრად იყო გადაცილებული მონაცემები, მინ მონაცემს ბევრი დაეყრდნო.არ გირჩევთ მის სტატისტიკას და მათემატიკას დაეყრდნოთ, ის როგორც წესი გამოირჩევა ცრუპენტელობით.”,-ამბობს ბესელია “ტვ პირველთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად