ეკა ბესელია: ამნისტიის პროექტს არ იხილავს და ხელოვნურად აჩერებს სოფო კილაძე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავამჯდომარე სოფო კილაძე ამნისტიის პროექტს არ იხილავს და ხელოვნურად აჩერებს – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია სოცილაურ ქსელში წერს.

“ბევრი ადამიანი მწერს და მეკითხება რატომ არ იხილავს პარლამენტი ჩემს მიერ წარდგენილ ამნისტიის პროექტს?
მკაფიოდ გპასუხობთ ; არ იხილავს და ხელოვნურად აჩერებს ამ პროცესს სოფო კილაძე . მის კომიტეტს აწერია განსახილველად და აი ასე -არ უნდა და არ იხილავს!” – წერს ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, ეკა ბესელიას ინიციატივით დარეგისტრირდა კანონპროექტის რომელიც უსამართლო სასჯელის მოხდისგან იმ პირების გათავისულფებას ითვალისწინებს, რომლებიც ამ დრომდე ამაოდ ელოდებოდნენ არსებული უსამართლო კანონმდებლობის სამართლიან გადახედვას.

ამნისტიის პროექტის მიხედვით: პირები, რომლებიც სასჯელს იხდიან ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის, ან დამზადების ნიშნით კვლაიფიცირებული დანაშაულისთვის, გათავისუფლდებიან სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან; პირები, რომლებიც სასჯელს იხდიან ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის, გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხიმგებლობისგან. პირები, რომლებიც სასჯელს იხდიან მცენარე კანაფის, ან მარიხუანის უკანონო შეძენა/ შენახვისთვის, გათავისუფლდებიან სისიხლის სამართლის პასუხსიმგებლობისგან.

ამნისტიის პროექტის მიხედვით, სასჯელისგან გათავისუფლებულ პირებს მოეხსნებათ ნასამართლევობა.

ამნისტიის პროექტი შეეხებათ სსკ 260 მუხლის 1, 2, 3 და მე-6 ნაწილის ა პუნქტს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად