ეკა ბესელია: ამ ეტაპზე ყველაზე მთავარია, ვერავინ იპოვოს მმართველმა პარტიამ, ვისაც იყიდის ოპოზიციაში

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია ოპოზიციის პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე დაუსურულებელი დისკუსიის საკითხზე საკუთარ მოსაზრებას სოცუალურ ქსელ Facebook-ში აქვეყნებს:

“ძალიან ბევრი რამ მინახავს და ამ ბევრში ის პოლიტიკური გამოცდაც გავლილი მაქვს, როდესაც პირველად 2008 წელს გავხდი პარლამენტის წევრი და მე სხვა 11 დეპუტატთან ერთად დავტოვე დეპუტატის მანდატი გაყალბებული არჩევნებისადმი ჩემი პროტესტის გამო.
მაშინ მოახერხა იმ ხელისუფლებამ ეპოვა ადამიანები ვინც შეიყვანა პარლამენტში და დემოკრატიის იმიტაცია შექმნა.
სწორედ ამ გამოცდილებიდანაც (და არა მხოლოდ`) დანახული რეალობა მყარად მამყოფებს პოზიციაზე , რომ ამ მაშტაბის გაყალბებული არჩევნების შედეგად დაწერილ პარლამენტში არავინ არ უნდა შევიდეს ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება!!!
რამდენი არგუმენტიც არ უნდა მოიხმოს ვინმემ ამის საწინააღმდეგოდ, არაფერი ისე არ დააჩქარებს ახალ არჩევნებს, არაფერი ისე არ დაასრულებს გაყალბების ეპოქას და არაფერი ისე არ დააჩქარებს სისტემურ რეფორმას სასამართლო სისტემაში (რაც ჩემი ყველაზე დიდი მიზანია)როგორც მარტო დატოვება „ქართული ოცნების” გაყალბებულ ციფრებთან.
ვინც ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნაა მექანიზმი ოპოზიციის ხელში, მათ მინდა ვთხოვო წაიკითხონ ამის გაგრძელება პარლამენტის რეგლამენტის კანონში, სადაც ნათლად წერია, რომ რაც არ უნდა დაწეროს და გამოიძიოს საგამოძიებო კომისიამ, მის დასკვნას და რეკომენდაციებს კენჭს უყრის პარლამენტის უმრავლესობა, ანუ მმართველი პარტიის ხმები ჭირდება .
აი ამიტომ ეს ხაფანგია და ტავის მოტყუება ამჯერად და არა საპირწონე არგუმენტი არშესვლის გასაბითელებლად.
მესმის, დიდი ცდუნებაა პარლამენტის მანდატის დათმობა, მაგრამ არსებობს უფრო დიდი ღირებულება და მიზანი რისთვისაც გეპატარავება ეს მანდატიც.
აი ამ განცდით მაქვს უარი ნათქვამი დეპუტატობაზეც, თანამდებობაზეც (როდესაც გადავდექი 2018 წელს ) და ბევრ სხვა ხიბლზეც…
ამ ეტაპზე ყველაზე მთავარია ვერ იპოვოს ვერავინ მმართველმა პარტიამ ვისაც იყიდის ოპოზიციაში !!!
ეს გზაგასაყარია, რომლის ერთ მხარეს ბნელი წარსულია (კომპრომისით) და მეორე მხარეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.
მე იმედს ვიტოვებ, რომ ამ მნიშვნელოვან და რთულ პროცესში სიმტკიცე, პრინციპულობა და საჯარო ინტერესი გაიმარჯვებს”, – წერს ეკა ბესელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად