გახარიას გარდა სხვას არავის ვიცნობ, რომელსაც შეუძლია იყოს შემაკავებელი ფაქტორი იმ გარდაუვალი კონფლიქტებისა, რომელიც იქნება, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.
“სხვებთან შედარებით გახარიას აქვს უფრო მეტი მცდელობა დამოუკიდებლობის, რომელიც სავარაუდოდ მალე შეიცვლება. ზუსტად იმიტომ, რომ მას შეუძლია დამოუკიდებლად რაღაცების კეთება. ყოველ შემთხვევაში ამის სურვილი ჰქონდა ხოლმე. სხვას არავის ვიცნობ, რომელსაც შეუძლია იყოს შემაკავებელი ფაქტორი იმ გარდაუვალი კონფლიქტებისა, რომელიც იქნება. იმიტომ, რომ ეს არ არის იდეის გარშემო გაერთიანებული გუნდი. ეს არის სხვადასხვა ჯგუფი, რომელიც ერთმანეთს არც კი იცნობს და ახლა მექანიკურად შეერთდა პარლამენტში. ამიტომ, ეს კონფლიქტები გარდაუვალია, რომელზეც ივანიშვილი საუბრობდა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.