ეკა ბესელია: ახალ პარტიებს ხელოვნური ბარიერები ექმნებათ და მათთვის არასამართლიანი გარემო რჩება

ახალი პარტიებს ხელოვნური ბარიერები ექმნებათ და მათთვის არასამართლიანი გარემო რჩება, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.

ეკა ბესელია: ყველაფერი მაინც მორგებულია კვალიფიციურ პარტიებზე. არაკვალიფიციურ პარტიებზე ეს ცვლილებები სამწუხაროდ არ გაითვალისწინეს.

_ დაზუსტებისთვის გკითხავთ, საბიუჯეტო დაფინანსებაზე საუბრობთ?

_ კი, საბიუჯეტო დაფინანსება და წინასაარჩევნოდ სარეკლამო დროის განაწილება, მათ შორის საეთერო დროის განაწილებაც. პარტიებს, რომლებსაც კვალიფიციური პარტიების სტატუსი არ აქვთ. კვალიფიციურ პარტიებს ისედაც აქვთ დაფინანსებაც და ძლიერი ინფრასტრუქტურაც. ამიტომ ეს საკითხი არაკვალიფიციური პარტიებისთვის სერიოზული პრობლემაა. ახალი პარტიებისთვის რჩება უთანასწორო და არასამართლიანი გარემო.

მესამე საკითხი არის ხელოვნური ბარიერები, რაც ექმნებათ ასეთ პარტიებს არჩევნებისთვის. ამისთვის 5 000 ხელმოწერის შეგროვება ამ კოვიდის პირობებში ერთ-ერთი რთული და პრობლემური საკითხია. ნაცვლად ორთვიანი ვადისა, მათ ექნებათ ერთთვიანი ვადა. რეალურად, ეს ცვლილებები ძალაში შევა ალბათ ერთ კვირაში და რეგისტრაციის ვადა 15 აგვისტოს მთავრდება. ვინც ხელმოწერების შეგროვებას ვერ მოასწრებს, შესაძლოა რეგისტრაციაც კი არ გაიარონ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად