ეკა ბესელია: 2020 წლის არჩევნები ყველაზე პრინციპული იქნება, რაც 2012 წლის შემდეგ ჩატარებულა

2020 წლის არჩევნები იქნება ყველაზე პრინციპული არჩევნები, რომელიც ჩატარებულა 2012 წლის შემდეგ– ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

“წინა ფორმატებში არ მეძლეოდა შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიმეღო. ვფიქრობ, ახლა გადამწყვეტი მომენტია, რადგან მალე უნდა მოხდეს ინიცირება საარჩევნო კოდექსში ცვლილებების. ძალიან პრინციპული იქნება და პირადად მე ამ პოზიციას ვუჭერ მხარს, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც მოგვცა ეუთო/ოდირის და ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიებმა, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე და იყო რეკომენდაციების ნაწილები 2016 წლის არჩევნებზე გაცემული, ამ შესრულების საპასუხო ნაბიჯი უნდა იყოს ეს ცვლილებები.

მე იმედი მაქვს, რომ ის ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც ეხებოდა წინასაარჩევნო პერიოდში თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას, დაფინანსების წესის შეცვლას, სარეკლამო დროით სარგებლობას და პროცედურული უსწორობების გამოსწორებას, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს, იმედია რეკომენდაციებს ახლა მაინც გაითვალისწინებს ხელისუფლება, რადგან 2020 წლის არჩევნები იქნება ყველაზე პრინციპული არჩევნები, რომელიც ჩატარებულა 2012 წლის შემდეგ“, – განაცხადა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად