ეკა არეშიძე: გამორიცხული არაფერია, შესაძლოა, საბჭომ მოსამართლედ არ ამირჩიოს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ეკა არეშიძემ მიიღო. მოქმედი მოსამართლის თქმით, მას უახლოეს მომავალში ათლიანი სამოსამართლეო ვადა ეწურება, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება, მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. 

მოსამართლე ეკა არეშიძის თქმით, საბჭოს წევრები ინდივიდუალურად წყვეტენ მისცემენ ხმას კონკრეტულ კანდიდატს თუ არა, თუმცა აცხადებს, რომ მოლოდინი აქვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ობექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"მოლოდინი მაქვს, რომ იუსტიციის საბჭო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება საბჭოს წევრების განწყობას, ზოგადად კეთილგანწყობილნი იყვნენ კანდიდატებს მიმართ. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა. ჩემს მიერ განხილულ საქმეებზე არ ყოფილა საუბარი",-განაცხადა არეშიძემ. 

მოსამართლის თქმით, შესაძლოა, იუსტიციის საბჭოს წევრებმა მის ხელახლად მოსამართლედ არჩევას მხარი არ დაუჭირონ. 

"დასაშვებია, რომ მხარი არ დამიჭირონ, რადგან ფარული კენჭისყრის საფუძველზე წყდება საკითხი დაინიშნება თუ არა კონკრეტული კანდიდატი. რა თქმა უნდა, საბჭოს წევრი ინიდივიდუალურად წყვეტს მისცემს თუ არა ხმას კანდიდატს, რა შთაბეჭდილება შეექმნა და იმ ინფორმაციის შედეგად რაც საბჭოს გააჩნია. გამორციხული არაფერია",-განაცხადა არეშიძემ. 

კომენტარები
იტვირთება...