ეიფელის კოშკი ისევ გაიხსნა, აფეთქების საშიშროება სიცრუე აღმოჩნდა

ეიფელის კოშკი 2 საათით დაიკეტა მას შემდეგ, რაც ანონიმური ზარით მისი აფეთქების საშიშროება გახდა ცნობილი, თუმცა ყოველივე ეს სიცრუე აღმოჩნდა და პარიზის ერთ-ერთმა ღირსშესანიშნაობამ კვლავ განაახლა მუშაობა.

ზარი 23 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:15 საათზე შემოვიდა, რის შემდეგაც კოშკის გარშემო კორდონი შეიქმნა და მისი თანამშრომლები და სტუმრები ევაკუირდნენ.

სამართალდამცველებმა ჩაატარეს შემოწმებები, მაგრამ კოშკში საფრთხის შემცველი ნივთები არ აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად