ეგზიტპოლის შედეგებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში შოუმენმა და მსახიობმა ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა.

მან ხმათა 73,7% დააგროვა, ხოლო პეტრო პოროშენკომ ამომრჩეველთა ხმების 26.3%.

დღეს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი დაუპირისპირდნენ.

უკრაინის მოქალაქეებმა საკუთარი არჩევანი ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე დააფიქსირეს.

პირველი ტურის შედეგების მიხედვით, პეტრო პოროშენკომ ხმათა 15.95% მოიპოვა, შოუმენმა ვლადიმირ ზელენსკიმ – 30% -ზე მეტი.

20 აპრილს, კიევის სააპელაციო სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებიდან მოხსნის სარჩელის განიხილა და მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

19 აპრილს, უკრანის პრეზიდენტობის კანდიდატებს პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის კიევის სტადიონზე დებატები გაიმართა, რომელიც ყველა წამყვან არხზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...