ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკო ხმების 79,7%-ით იმარჯვებს

კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ალექსანდრ ლუკაშენკომ

ეგზიტპოლის მიხედვით ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ხმა მისცა ამომრჩეველთა 79,7%-მა. მისმა ძირითადმა კონკურენტმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 6,8% მიიღო.
 
მომდევნო ადგილები ასეთი თანმიმდევრობით განაწილდა: ექს-დეპუტატი ანა კანოპოცკაიას 2,3%., “ილაპარაკე სიმართლე”-ს თანათავმჯდომარე ანდრეი დიმიტროვი – 1,1%, ბელარუსის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე სეგეი ჩერეჩენი – 0,9%. ამომრძჩეველთა 9,2%-მა ხმა ყველას წინააღმდეგ მისცა.
 
წინასწარი მონაცემებით არჩევნებში ამომრჩეველთა 89%-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად