ეგზიტპოლი: ტუნისის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ტუნისის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელმა კანდიდატმა კაის საიდმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, კომპანია Sigma Conseil -ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საკონსტიტუციო სამართლის პროფესორმა ხმების 76.9% მოიპოვა, ხოლო მისმა კონკურენტმა, ბიზნესმენმა ნაბი კარუიმ, ოდნავ ნაკლები –  23%.

სხვა გამოკითხვების მიხედვით, საიდს ხმათა 72.5% აქვს, ხოლო მის კონკურენტს – 27.5%.

პირველი ტურის შედეგების თანახმად, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდა, საიდმა ოდნავ გაუსწრო კარუის.

დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად საარჩევნო კამპანიაში მოკრძალებული ფინანსური ინვესტიციების განხორციელებისა, საიდმა წარმატებას მაინც მიაღწია.

მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მახასიათებელი მომხრეების მხრიდან “ფეისბუქის” აქტიური გამოყენება იყო.

კარუი მეორე ტურში გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ციხეში იმყოფებოდა: იგი აგვისტოში ფინანსებთან დაკავშირებით თაღლითობის ბრალდებით დააკავეს და მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად