ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსის პრეზიდნეტის პოსტზე უფლებამოსილებას კიდევ 5 წლით იხანგრძლივებს. როგორც RBC წერს, ეგზიტპოლების შედეგებით მას მხარი ამომრჩეველთა 83%-მა დაუჭირა, რაც უმნიშვნელოდ განსხვავდება 2006 და 2010 წლების არჩევნების შედეგებისგან.
ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის, რომელმაც არჩევნებში პირველად 1994 წელს გაიმარჯვა, ეს უკვე მეხუთე საარჩევნო კამპანიაა.
ლუკაშენკომ არჩევნების დღეს განაცხადა, რომ სურს ხმათა 80%-ის მოპოვება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბოლო მონაცემებით, ლუკაშენკო 81,7%-ით იმარჯვებს.
ეგზიტპოლების მონაცემებით, ამომრჩეველთა 5%-მა მხარი ლუკაშენკოს რეალურმა კონკურენტმა სერგეი გაიდკევიჩმა ხმათა მხოლოდ 5% მოიპოვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველ შედეგებს ღამის 01:00 საათზე გამოაქვეყნებს.