ეგზიპტოლის შედეგებით, უკრაინის ოლქებში ვლადიმირ ზელენსკი ლიდერობს

ტელეარხ “112 უკრაინის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი მოწმობს, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კენჭისყრის შედეგები განსხვავებულია.

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი, მსახიობი და შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი ყველა ოლქში ლიდერობს.

დასავლეთ ოლქში, ვლადიმირ ზელენსკის მხარი ამომრჩეველთა 56.4%-მა დაუჭირა, ცენტრალურ ოლქში – 72.3%-მა, სამხრეთში 86%-მა, და აღმოსავლეთში 88%-მა.

უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დამარცხდა: დასავლეთ ოლქში მან 43.6% დააგროვა, ცენტრალურში- 27.7%, სამხრეთში – 14%, აღმოსავლეთ რეგიონებში – 12%.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში შოუმენმა და მსახიობმა ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა.

მან ხმათა 73,7% დააგროვა, ხოლო პეტრო პოროშენკომ ამომრჩეველთა ხმების 26.3%.

დღეს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი დაუპირისპირდნენ.

უკრაინის მოქალაქეებმა საკუთარი არჩევანი ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე დააფიქსირეს.

პირველი ტურის შედეგების მიხედვით, პეტრო პოროშენკომ ხმათა 15.95% მოიპოვა, შოუმენმა ვლადიმირ ზელენსკიმ – 30% -ზე მეტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...