ეგვიპტის ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ხმები მუბარაქის გარდაცვალების შესახებ უარყო

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ფარიდ ად-დიბმა გავრცელებული ინფორმაცია ჰოსნი მუბარაქის გარდაცვალების თაობაზე უარყო. ამის შესახებ მან საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ინფორმაცია ექსპრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ ჭორია. სინამდვილეში, მუბარაქი სრულიად ჯანმრთელია და თავს მშვენივრად გრძნობს.

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ირანულმა სააგენტომ Fars-მა გაავრცელა. ოფიციალურ წყაროებს ექსპრეზიდენტის გარდაცვალების ფაქტი არ დაუდასტურებიათ.

მუბარაქი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე 30 წლის განმავლობაში (1981 – 2011) იმყოფებოდა. 2011 წლის იანვარში მასობრივ საპროტესტო აქციებს პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა. ხელისუფლების სათავეში ისლამისტური ორგანიზაციის „მუსულმანი ძმების“ მეთაურები მოვიდნენ. ყოფილ პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 1014 წელს ეგვიპტის უმაღლესმა სასამართლომ ჰოსნი მუბარაქს ბრალდება მოუხსნა.

იმავე წელს მუბარაქს, 100 ათასი ეგვიპტური ფუნტის უკანონოდ მითვისებისთვის,  3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ექსპრეზიდენტის მტკიცებით, აღნიშნული თანხა საპრეზიდენტო რეზიდენციის რესტავრაციაზე დაიხარჯა. იმავე საქმესთან დაკავშირებით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მუბარაქის ვაჟებსაც. 1015 წლის იანვარში სასამართლომ მუბარაქს და მის შვილებს ბოლო ბრალდებაც მოუხსნა და უდანაშაულოდ სცნო. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად