ეგვიპტეში, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ეგვიპტეში, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის გარდაცვალების გამო, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება. გლოვა ოთხშაბათს დაიწყება.

მუბარაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. იგი 91 წლის იყო. იანვარში, მისმა ვაჟმა განაცხადა, რომ მამამისს ოპერაცია გაუკეთეს და რომ ის საავადმყოფოში იმყოფებოდა.

ჰოსნი მუბარაქი ეგვიპტის პრეზიდენტი 1981 წელს გახდა. იგი აღნიშნულ თანამდებობას თითქმის 30 წლის განმავლობაში იკავებდა. 2011 წლის თებერვალში, ეგვიპტეში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რის ფონზეც მუბარაქიმ თანამდებობა დატოვა. ამის შემდეგ იგი დააკავეს, კორუფციაში დასდეს ბრალი, აგრეთვე საპროტესტო აქციის მონაწილეების სიკვდილში. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა 2017 წელს, ეგვიპტის საკასაციო სასამართლომ მას დემონსტრანტების სიკვდილში ბრალდება მოუხსნა და იგი ციხიდან გამოვიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად