ეგვიპტეში პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ რეფერენდუმი დაიწყო

ეგვიპტეში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი დაიწყო, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ქვეყნის მოქალაქეებმა თავიანთი აზრი პარლამენტის მიერ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე უნდა დააფიქსირონ, რომლის მიზანი პრეზიდენტის უფლებამოსილების გაფართოებაა.

ეგვიპტელ ხალხს საკუთარი ნების გამოსახატად რამდენიმე დღე ეძლევა.

გასულ კვირას, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც საპრეზიდენტო ვადის ოთხიდან ექვს წლამდე გაგრძელებას ითვალისწინებს. პრეზიდენტს უფლება აქვს, ორი ვადით იყაროს კენჭი. გადაწყვეტილებას 596 დეპუტატიდან მხარი 531-მა დაუჭირა, ხოლო 22 წინააღმდეგი იყო, დანარჩენმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ეგვიპტელები ხმას ცალ-ცალკე მისცემენ.
ადგილობრივად, რეფერენდუმი 22 აპრილამდე გაგრძელდება გაგრძელდება, ემიგრაციაში მცხოვრები ეგვიპტელებისთვის 19 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით. შედეგები 27 აპრილამდე უნდა გამოცხადდეს.

თუ ცვლილებები ძალაში შევა, ეგვიპტის ამჟამინდელ ხელმძღვანელი აბდელ ფატაჰ ალ-სისი, რომელიც 2018 წელს აირჩიეს, ქვეყანას არა 2022, არამედ 2024 წლამდე უხელმძღვანელებს. გარდა ამისა, მას უფლება ექნება, მეორე ვადით იყაროს კენჭი, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, ის ეგვიპტეს 2030 წლამდე უხელმძღვანელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად