ეგვიპტეში 21 ტერორისტს სიკვდილით დასჯიან

ეგვიპტის უზენაესმა სასამართლომ საბოლოო სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ტერორისტული ორგანიზაციის 21 წევრს,-რომლებიც “ალ-ქაიდასთან” და “ისლამურ სახელმწიფოსთან” არიან დაკავშირებულნი. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ბრალდებულები ჯიჰადისტურ დაჯგუფება “ანსარ ბეით ალ-მაქდისის” წევრები არიან. 2011 წლიდან 2014 წლამდე ეს ორგანიზაცია “ალ-ქაიდასთან” იყო დაკავშირებული, სინაის ნახევარკუნძულზე მოქმედებდა და ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს აწყობდა.

2014 წელს ჯგუფმა “ისლამურ სახელმწიფოსთან” ალიანსის შესახებ გამოაცხადა და “ისლამური სახელმწიფოს სინაის პროვინცია“ დაირქვა. 2013-2014 წლებში ჯგუფმა ეგვიპტესა და ისრაელში რამდენიმე აფეთქება მოაწყო, რომლის შედეგად რამდენიმე ათეული პოლიციელი და ჯარისკაცი დაიღუპა.

“ანსარ ბეით ალ-მაქდისი” ტერორისტულ ორგანიზაციად ეგვიპტეში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-შია აღიარებული.

კომენტარები
იტვირთება...