ეგვიპტე დიდი ბრიტანეთისგან ფარაონ ტუტანხამონის ბიუსტის დაბრუნებას მოითხოვს

ეგვიპტის ხელისუფლებამ დიპლომატიური გზით მიმართა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას და მოუწოდა, რომ შეწყვიტოს ფარაონ ტუტანხამონის ქვის ბიუსტის გაყიდვის მცდელობა. ეგვიპტე ოფიციალურ ლონდონს აგრეთვე მოუწოდებს, დააბრუნოს იგი ლუქსორში.

„ეგვიპტის საელჩო ლონდონში დაუკავშირდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და აგრეთვე აუქციონის სახლს, რათა შეაჩეროს გაყიდვების პროცესი. ჩვენ აგრეთვე მოვითხოვთ მის ეგვიპტეში დაბრუნებას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ფარაონ ტუტანხამონის ბიუსტის გაყიდვა Christie’s-ის აუქციონის სახლის მიერ არის დაგეგმილი. ეს ივლისის დასაწყისში მოხდება. ექსპერტების შეფასებით, ბიუსტი 4 მილიონ ფუნტად, ანუ 5 მილონ აშშ დოლარზე მეტად უნდა გაიყიდოს.

ეგვიპტის საგრეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ბიუსტი მოიპარეს ლუქსორში მდებარე აკლდამიდან და იგი უნდა დაუბრუნდეს თავის ადგილს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...