ედვარდ სნოუდენი თავშესაფარს საფრანგეთში ითხოვს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი თავშესაფარს საფრანგეთში ითხოვს. ამის შესახებ იგი France Inter-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს.

„საფრანგეთში თავშესაფრის გამოყოფის შესახებ განცხადება 2013 წელს შევიტანე, ფრანსუა ოლანდის პრეზიდენტობის დროს. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, რომ მაკრონმა თავშესაფარი მომცეს“, – აცხადებს სნოუდენი.

მისი თქმით, ერთადერთი ადგილი, სადაც მას აქვს უფლება ისაუბროს, ევროპა კი არა, რუსეთი გახდა. სნოუდენი რუსეთში 2014 წლის აგვისტოდან მოყოლებული ცხოვრობს, 2017 წლის დასაწყისში მას იქ ცხოვრების უფლება 2020 წალმდე გაუხანგრძლივეს.

„საუბარია არამხოლოდ საფრანგეთზე, არამედ მთელს დასავლეთ ქვეყნებზე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ინფორმატორების დაცვა ეს მტრული საქციელი არ არის. ისეთი ადამიანის მიღება, როგორიც მე ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ ამ საქციელით აშშ-ს ესხმი თავს“, – აღნიშნავს სნოუდენი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად