ედუარდ სნოუდენი რუსეთში ფარულად დაქორწინდა

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) ყოფილი თანამშრომელი ედუარდ სნოუდენი, რომელმაც პოლიტიკური თავშესაფარი რუსეთში მიიღო, აცხადებს, რომ მოსკოვში ფარულად დაქორწინდა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სნოუდენის რჩეული მისი მეგობარი გოგონა ლინდსი მილსი გახდა. წყვილმა ხელი ორი წლის წინ მოაწერა.

სნოუდენის თქმით, მან თავი დააღწია იმ შიშს, რომ ამერიკელი აგენტები სდევნიდნენ და ნორმალური ყოველდღიური ცხოვრების წარმართვა დაიწყო.

სნოუდენის განმარტებით, ახლა ის თავისუფლად დადის მთელს ქალაქში, ესწრება გამოფენებს და საღამოობით დროს მეგობრებთან ერთად, საზოგადოებრივ დაწესებულებებში ატარებს.

”აქ ხალხი მეგობრულია, ”- დასძინა მან.

ერთი დღით ადრე, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) ყოფილმა თანამშრომელმა ედუარდ სნოუდენმა, რომელმაც რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, სამშობლოში დაბრუნების მზადყოფნა გამოთქვა.

2013 წელს სნოუდენმა The Guardian-ისა და The Washington Post- ის რეპორტიორებს საიდუმლო დოკუმენტები გადასცა, რომლებიც აშშ-ს სადაზვერვო სამსახურს ეხებოდა. აღნიშნულის შემდეგ, ის ქვეყნიდან გაიქცა და პარალელურად პოლიტიკური თავშესაფარი რამდენიმე ათეულ ქვეყანას სთხოვა, მათ შორის რუსეთს. 2014 წელს მან რუსეთში სამი წლის ვადით დარჩენის ნებართვა მიიღო, შემდეგ კი იგი ეს ვადა გახანგრძლივდა.

შეერთებულ შტატებში, სნოუდენს ბრალად ედება ეროვნული უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობის ინფორმაციის უკანონო გადაცემა, სადაზვერვო ინფორმაციის განზრახ გადაცემა და სახელმწიფო ქონების ქურდობა. მთლიანობაში, მას 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად