ედუარდ სნოუდენი: არ მსურს, რუსულ მედიას ინტერვიუ მივცე

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) ყოფილმა თანამშრომელმა ედუარდ სნოუდენმა განაცხადა, რომ არ სურს, რუსულ მედიას ინტერვიუ მისცეს. ამის შესახებ მან ჯო როგანთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც YouTube- ზე გამოქვეყნდა.

”ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსულ მედიას ინტერვიუს არ ვაძლევ, ისაა, რომ არ მსურს ჩემი სახე მათ სიახლეებში იყოს,” -განაცხადა ერდუარდ სნოუდენმა.

როგორც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) ყოფილმა თანამშრომელმა განმარტა, ეს საშუალებას მისცემს ხალხს, მისი სახე დაივიწყოს, რათა მან საკუთარ ცხოვრებაზე ზრუნვა შეძლოს.

რუსეთმა ედუარდ სნოუდენს თავშესაფარი მიანიჭა, რომელიც 2017 წელს სამი წლით გაგრძელდა. ამავდროულად, მოსკოვმა მას შეერთებული შტატების წინააღმდეგ საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვა.

ედუარდ სნოუდენის განცხადებით, როდესაც ის რუსეთში ჩავიდა, რუსული სპეცსამსახურები მის გადაბირებას შეეცადნენ, მაგრამ მან უარი თქვა. სნოდენმა ასევე აღნიშნა, რომ იგი თავშესაფარს 27 ქვეყნიდან ითხოვდა.

შეერთებულ შტატებში, სნოუდენს ბრალად ედება ეროვნული უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობის ინფორმაციის უკანონო გადაცემა, სადაზვერვო ინფორმაციის განზრახ გადაცემა და სახელმწიფო ქონების ქურდობა. მთლიანობაში, მას 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად