ედუარდ სააკაშვილი: ყველაზე ნაკლებად ახლა მაქვს პოლიტიკაში მოსვლის სურვილი – ძალიან დიდი შეცდომა იქნება ჩემგან, თუ მართლა ეს გავაკეთე როდესმე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილი, ედუარდ სააკაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ახლა ყველაზე ნაკლებად აქვს და თუ ოდესმე ამას გააკეთებს, მისი მხრიდან ძალიან დიდი შეცდომა იქნება.

ამის შესახებ ედუარდ სააკაშვილი “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში დასმული კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომელიც მის პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება.

ყველაზე ნაკლებად ახლა მაქვს (პოლიტიკაში მოსვლის სურვილი). რატომ არ მინდა? მე მგონი, პირველ რიგში უნდა გინდოდეს, ჰო? რატომ უნდა გინდოდეს? უარყოფითი ძალიან ბევრია, პიროვნული ასპექტი თუნდაც…

ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომა იქნება ჩემგან, თუ მართლა ეს გავაკეთე როდესმე. ამის წინაპირობა არ არის, არც შემოთავაზება ყოფილა აქამდე, მაგრამ რომც… ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება დავუშვა, ამას სანდრას მაგალითზე ვხედავ, მე ძალიან წინააღმდეგი ვიყავი სანდრას პოლიტიკაშო ჩართვის, ძალიან, ვეუბნებოდი, არ გინდა, არ გინდა, არ არის საჭირო, არ გინდა”, – აცხადებს ედუარდ სააკაშვილი.

კომენტარები
იტვირთება...