Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით “ქართულ ოცნებას” 46% აქვს, Ipsos უკრაინას ეგზიტპოლით – 41%

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ტელევიზიებმა თავიანთი ეგზიტპოლების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნეს. TV ფორმულამ ეგზიტპოლი ამერიკულ კვლევით კომპანია Edison Research-ს დაუკვეთა, TV იმედი-მა Public Opinion Strategies-ის, მთავარმა არხმა – IPSOS-ს, ხოლო რუსთავი 2-მა Survation-ს.
საგულისხმოა, რომ კვლევებში, რომელიც ორმა ოპოზიციურმა ტელევიზიამ დაუკვეთა, სხვადასხვა შედეგებია.

TV ფორმულა (Edison Research)

ტელეკომპანია ფორმულამ Edison Research-ის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. 20:00-ის მონაცემით, პასუხზე უარი გამოკითხულთა 60%-მა თქვა. პარტიების მხარდაჭერის შედეგი კი, ასეთია:

  • ქართული ოცნება – 46%;
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 28 %
  • ევროპული საქართველო – 5%
  • ლელო – 3%
  • გირჩი – 3%
  • პატრიოტთა ალიანსი – 2%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 2%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%
  • მოქალაქეები –1%
  • სხვა პარტიები ჯამში – 9%

მთავარი არხი (Ipsos)

ეგზიტპოლის შედეგები 17:00-ის მონაცემებით ასეთია:

  • ქართული ოცნება – 41%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 33%
  • ევროპული საქართველო – 5%
  • ლელო – 4%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3%
  • გირჩი – 3%
  • პატრიოტთა ალიანსი – 2%
  • ლეიბორისტული პარტია – 2%
  • ერთიანი საქართველო – 1%
  • მოქალაქეები – 1%
  • სხვა პარტიები – 5%
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად