ედგარს რინკევიჩუსი: ვიმედოვნებთ, რიგის სამიტზე კონკრეტული შედეგების მიღებას შევძლებთ

ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ედგარს რინკევიჩუსის განცხადებით, რიგის  სამიტმა უნდა განამტკიცოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის იდეა და ახალი შესძლებლობები მისცეს აღნიშნულ ქვეყნებს. მისივე თქმით, რიგის დეკლარაციაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამის შესახებ ედგარს რინკევიჩუსმა ბრატისლავაში "ვიშეგრადის ოთხეულის" და "აღმოსაველთ პარტნიორობის" წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

„ჩვენ ყველანი ვიზიარებთ იმ აზრს, რომ ამ სამიტმა უნდა დაადასტუროს აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანი, რომელიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში მდგომარეობს, კერძოდ, ამ სამიტის მიზანია მხარი დაუჭიროს რეფორმების პროცესს იმ ქვეყნებში, კერძოდ,უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში,   რომლებმაც ევროკავშირთან ასოცირების   შეთანხმებები გააფორმეს. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ რიგის სამიტზე კონკრეტული შედეგების მიღებას და კონკრეტულ საგზაო რუკის შედგენას მომავლისთვის, მათ შორის მობილურობისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ , ეს არის უპირველეს ყოვლისა ურთიერთობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, იმისათვის რომ გამოინახოს გზები  სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა დონზე თანამშრომლობის მიზნით“ – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...