EBRD საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში დაეხმარება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მზად არის საქართველოს მთავრობას საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღმოუჩინოს და დაეხმაროს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში EBRD-ის დირექტორის, ბრუნო ბალვანერას შეხვედრაზე აღინიშნა.

შეხვედრაზე განიხილეს EBRD-ის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლოთანამშრომლობის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისაქართველოს საიმედო პარტნიორია არა მხოლოდ ფინანსური თანამშრომლობის, არამედ ევროპასთანურთიერთობის გაღრმავებისა და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

შეხვედრას საქართველოს ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილი დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად