Eastern Promotions და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ფესტივალს – Jazz and Wine Kakheti

21-23 სექტემბერს, კახეთში, სასტუმროში "Lopota Lake Resort & Spa", რიგით მეორე ფესტივალი – "Jazz and Wine Kakheti" გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

ფესტივალში, ტრადიციულად მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ. წლევანდელი "Jazz & Wine Kakheti"-ს ჰედლაინერები ცნობილი ამერიკელი ვოკალისტი ჯუდით ჰილი და ბლუზის ერთ-ერთი მიმდინარეობის, თანამედროვე ზაიდეკოს მუსიკალური სტილის შემსრულებელი დუენი დოპსი არიან. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ: Aglio Olio & Swing, Yessa, Bahama Soul Club და სხვა.

"Jazz and Wine Kakheti"-ს ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება – ქართული ღვინის კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციას და ჯაზური მუსიკის ფონზე, სტუმრებს შესაძლებლობას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახებოის ღვინო; სამი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ რთველში, ამოავლონ ჩურჩხელა და დაწურონ ღვინო.

თიბისი სტატუსის მომხმარებლები "Jazz and Wine Kakheti"-ს ფესტივალზე დასასწრები ბილეთების, ასევე სასტუმროს ნაკრების შეძენას ტრადიცულად  20%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.  ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია tkt.ge-ზე.

ფესტივალის პროგრამის, ასევე ბილეთების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://beta.tkt.ge/Show/5132/jazz-and-wine-kakheti

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად