ხულოში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

დღეს, სოფელ გურძაულსა და ჭერში მიმდინარე სოფლის კრებას ვახტანგ ბერიძე ესწრებოდა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამა თავისი არსიდან გამომდინარე ითვალისწინებს მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე მოხდება გადაწყვეტილებების მიღება, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებასა და შესაბამისი ფინანსური სახსრების მოზნობრივად განკარგვას.

დღესვე, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, სოფლის კრებები ჩატარდა: აგარაში, კვატიაში, დეკანაშვილებში, ხიხაძირში, მინთაძეებში, ღორჯომში, გორგაძეებში, განახლებაში, მეკეიძეებში, ვანაძეებში, ვაშაყმაძეებში, ბოძაურში, რიყეთში, დიდ რიყეთში, დანისპარაულში, შუასოფელში, მეხალაშვილებში,ღურტაში, ნამონასტრევსა და დიდაჭარაში.

მიმდინარე წელს, ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისათვის 1 000 000 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...