ხაშურში ქალთა მობილობის საკითხებზე იმსჯელეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ტალახაძემ, სახალხო დამცველის რეგიონულმა წარმომადგენლმა ანა ჯანიაშვილმა და სახალხო დამცველის რეგიონულმა წარმომადგენელმა გენდერის საკითხებში თამარ ცხოვრებაძემ ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს გააცნეს კვლევის „ქალები და მობილობა“ შედეგები და მიგნებები და რეკომენდაციები გაუზიარეს.
შეხვედრაზე იმსჯელეს ქალთა მობილობის შემაფერხებელ და ხელშემწყობ ფაქტორებზე და განიხილეს თვითმმართველობის ქალთა გაძლიერების ხელშეწყობის მიმართულებით.

კომენტარები
იტვირთება...