ხაშურის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 9 პირი იმყოფება

ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამ დროისთვის თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება 9 პირი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და საპატრულო პოლიციის ყოველდღიურ კონროლზე იმყოფებიან.
ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოუწოდებს რისკ ჯგუფის ქვეყნებიდან ჩამოსულ ყველა პირს მკაცრად დაიცვან იზოლაციის წესები, წინაღმდეგ შემთხვევაში გადაყვანილი იქნებიან საკარანტინო ზონაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად