ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია წარჩინებულ პირველკურსელებს დააჯილდოებს

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამის ფარგლებში, გეგმავს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იმ სტუდენტების დაჯილდოებას, რომლებმაც 2021 წელს წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და მიიღეს 100%-იანი გრანტი (არ იგულისხმება უფასო ფაკულტეტები და ჩაბარების შემდგომ მოპოვებული შიდა გრანტი).

დაინტერესებულმა პირებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
პირადობის მოწმობის ასლი;
სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა 100%იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ;
საბანკო რეკვიზიტები (არასრულწლოვანი სტუდენტის შემთხვევაში, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მონაცემები).
დოკუმენტების მიიღება 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები
იტვირთება...