ხარაგაულში ლაშის თემის მოსახლეობა საუბნო გზებს მოაწესრიგებს

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება.
სოფლის საერთო კრებები დღეს ლაშის ადმინისტრაციული ერთეულის ხუთივე სოფელში ჩატარდა. კრებას მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი უძღვებოდა.

ლაშის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, თემის სოფლებისთვის გამოყოფილი 52 ათასი ლარი სრულად მოხმარდება საუბნო გზების მოხრეშვა-მოწესრიგებას.
თითოეულ სოფელში – ლაშე, უჩამეთი, იგორეთი, ღვერკი, ხემაღალი – გაფორმდა კრების გადაწყვეტილების ოქმი, სადაც მოსახლეობამ ხელმოწერებით დაადასტურა საკუთარი გადაწყვეტილება.
სოფლის საერთო კრებები ხვალ, 2 მარტს მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...