2022 წელს, ხუნევს ახალი საბავშო ბაღი ექნება

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ,,2020 – 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ხუნევის ბაღის მშენებლობისთვის თანხა ოფიციალურად გამოიყო.

პროექტის ღირებულება 619 170 ლარია.
კობა ლურსმანაშვილი:
,,ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დროს ხარაგაულში 8 საბაშვო ბაღი დაგვხვდა. აქედან 7 ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა. ხუნევის საბავშვო ბაღი არის ერთადერთი ძველი შენობა , რომელიც შემოგვრჩა და რომლის ადგილზეც ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში სრულიად ახალი ბაღი აშენდება. ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხარაგაულში 12 საბავშვო ბაღი აშენდა . სულ მალე, მათ ხუნევის საბავშვო ბაღი შეემატება.“
,,ხუნევის თემი ხუთ სოფელს აერთიანებს , აქედან ორი გედსამანია და ბჟინევი მაღალმთიანი სოფელია. სოფელ ხუნევში მდებარე საბავშვო ბაღის შენობა ბავშვების სწავლა-აღზრდისთვის საშიშს წარმოადგენდა , დარღვეული იყო უსაფრთხოების ყველა ნორმა , სწორედ ხარაგაულის მერის, საკრებულოს თავმჯდომარის და მაჟორიტარი დეპუტატის ერთობლივი ძალისხმევის და ყურადღების შედეგია, ის რომ ხუნევში თანამედროვე ტიპის საბავშვო ბაღი აშენდება.ამჟამად ბაღში 25 ბავშვია , კონტიგენტი მზარდია.- აცხადებს ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი, ლენა აბაშიძე.
ახალი საბავშვო ბაღი 30 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.
ხარაგაულის მერია სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. 2022 წელს, ხუნევს ახალი საბავშო ბაღი ექნება.

კომენტარები
იტვირთება...