ჭარაში, საკოორდინაციო შტაბმა ციტრუსის სეზონის 2020-2021 წლის მიმდინარეობის შესახებ, შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა

,,ციტრუსის შტაბის ძირითადი მიზანი იყო მანდარინის ჩაბარების პროცესის მართვა, შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი, მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა, არსებული პრობლემების გამოვლენა, გადაჭრის გზების დასახვა და შესაბამისი რეაგირება“, – აცხადებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, გიორგი სურმანიძე.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ექსპორტირებულია 39 ათას ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინი, რაც გასულ წელთან შედარებით, 25%-ით მეტია. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს საწარმომ მიიღო და გადაამუშავა 10 700 ტონა.
აჭარის მთავრობის ხელშეწყობით და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ციტრუსის სუბსიდირებისათვის და საექსპორტო მანდარინის ორგანიზებულად ექსპორტირების მიზნით, აჭარაში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...