„შორს სკოლოდან ბინძური ხელები“ – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში საპროტესტო აქცია გაიმართა

“შორს სკოლოდან ბინძური ხელები” – ამ ტრანსფარანტებით ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში საპროტესტო აქცია გაიმართა.

„არა მონათმფლობელობას”, „დაგვიბრუნეთ დირექტორი”, „ნუ ანგრევთ”, „შორს სკოლოდან ბინძური ხელები” – ამ ტრანსფარანტებით ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სკოლის დირექტორ კობა კვიკვინიასთვის უფლებამოსილების გაგრძელებას ითხოვენ, რომელსაც დირექტორობის პირველი ვადა 2020 წლის 10 ოქტომბერს ამოეწურა. როგორც კვიკვინიამ განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლებისა და ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს სოფლის შტაბის წარმომადგენლებისგან მიიღო პირობა რომ საკითხს მოიკითავდნენ, თუმცა ამდრომდე მისი ბედით არავინ დაინტერესებულა. აქციაზე სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები იმყოფებოდნენ. მათი თქმით, იმ შემთვევაში თუ განათლების სამინისტრო აღნიშნულ საკითხს არ მოიკითხავს და სკოლის დირექტორს თანამდებობაზე მეორე ვადით არ დანიშნავენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად