ქუთაისში, N5 საჯარო სკოლის სარდაფში, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს მოხმარდნენ

ქუთაისში N5 საჯარო სკოლის სარდაფში აღმოჩენილი საეჭვო ნივთების შემდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც შსს_ში “აიპრესს” განუცხადეს მიმდიმარეობს აქტიური საგამოძიებო სამუშაოები, საქმე 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა.

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის სარდაფში მსუბუქი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შესაძლო ფაქტი დაფიქსირდა. ფოტო სადაც სხვადასხვა საეჭვო ნივთი, მათ შორის შპრიცებია ასახული სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ფოტოების ავტორის ინფორმაციით, მსგავსი ფაქტი სკოლაში ხშირია და როგორც სკოლის მოსწავლეები და უცნობი პირები მარიხუანას უშუალოდ სკოლის სარდაფში და მიმდებარედ მოიხმარენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად