ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ადრონული თერაპიის ცენტრის საპროექტო სამუშაოები დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ადრონული თერაპიის ცენტრის საპროექტო სამუშაოები დაიწყო.

“ადრონული თერაპიის ცენტრი იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უნიკალური სეგმენტი, რაც მისცემს უნივერსიტეტს საშუალებას ერთის მხრივ, აწარმოოს კვლევები და ცდები ფიზიკის დარგში, მეორეს მხრივ, ეს იქნება სამედიცინო ცენტრი, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს შესთავაზებს ახალი მეთოდოლოგიით მკურნალობას. ეს იმდენად ნოვატორული ტექნოლოგიაა, რომ არა მხოლოდ ქუთაისსა და საქართველოში, რეგიონშიც კი არ მოიპოვება არსად მსგავსი ცენტრი. უახლოესი ევროპაში უნდა ეძიოს ადამიანმა.

შესაბამისად, ეს ახალ დონეზე გაიყვანს ქუთაისს, მისცემს მას განვითარების ახალ შესაძლებლობას და მოიზიდავს აქ, როგორც სტუდენტებს, ასევე მისცემს საშუალებას, უმასპინძლოს აქ მეცნიერებს, მკვლვერებსა და იმ ხალხს, ვისაც სჭირდება მკურნალობა ონკოლოგიის დარგში“, – აცხადებს ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი.

პროექტს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ბიურო, ესპანური IDOM გუნდი ახორციელებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ხვალ და ზეგ კომპანიის წარმომადგენლები უნივერსიტეტის კამპუსს ეწვევიან. საქართველოში ასევე იმყოფებიან და აღნიშნულ პროექტში იღებენ მონაწილეობას სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის მეშვეობით სამკურნალო საშუალებების წამყვანი კომპანია IBA (ბელგია) გუნდები.

პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ დაახლოებით 40 მილიონი ევროს გრანტით აფინანსებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 1 მილიარდი ევროთი დააფინანსა…

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად