ქუთაისის და გაბროვოს მუნიციპალიტეტებს შორის თანაშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკებს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის მიზნით, ორივე ქვეყნის საელჩოს მიერ შერჩეული იქნა ქუთაისი და გაბროვო.

პანდემიის გამო, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია ონლაინ ფორმატში წარიმართა, რომელშიც ჩართული იყო საქართველოს ელჩი ბულგარეთში თამარ ლილუაშვილი.

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და გაბროვოს მერმა ტანია ხრისტოვამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქალაქს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებას, ისტორიული, კულტურული და ეროვნული ტრადიციების პოპულარიზაციას, ორმხრივი გამოცდილების გაზიარებას განათლების, ადმინისტრირების, ეკონომიკის, ბიზნესის, ჯანდაცვის სფეროებში.

„დღეს ხელი მოვაწერეთ ბულგარეთის ქალაქ გაბროვოსთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ეს ინიციატივა ჩვენს საელჩოს ეკუთვნოდა და მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბულგარეთში, ქალბატონ თამარ ლილუაშვილს. ამ თანამშრომლობის მიზანია ხელი შეუწყოს ორ ქალაქს შორის მეგობრობას და გამოცდილების გაზიარებას სხვადსხვა სფეროში.
მჯერა, რომ მალე დასრულდება პანდემია და გაბროვოელებს ქუთაისში ვუმასპინძლებთ“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...