“ქუთაისი გენდერული თანასწორობისთვის“ – ქალაქში სარვამარტოდ ახალი ბანერები გამოჩნდა

მარტის თვეში ქალთა კვირეული აღინიშნება. ამ პერიოდში განსაკუთრებით მახვილდება ყურადღება ისეთ თემებზე, როგორიცაა გენდერული სტერეოტიპების რღვევა და ქალთა მიმართ ძალადობა.

„ქუთაისი გენდერული თანასწორობისთვის“- ამ დევიზით ქუთაისის მუნიციპალიტეტმა ახალი კამპანია დაიწყო. კამპანიის იდეის გათვალისწინებით , შეირჩა ოთხი განსხვავებული პროფესიის, ასაკის და ინტერესების ქალბატონი: მარიამ მუკბანიანი კადეტია, ლილი ჯუმალი – მოკრივე, ნათია ჩიხლაძე – პარამოფარიკავე, თამთა კაპანაძე კი- გუგლის დეველოპერთა სტუდენტური კლუბის წევრი.

ბანერები, ოთხივე ქალბატონის ფოტოთი, ქუთაისის სხვადასხვა უბანში განთავსდა.

მარიამ მუკბანიანი: „უდიდესი ბედნიერება იყო ჩემთვის იმის გაგება, რომ ლიცეუმმა გოგონებსაც მისცა შესაძლებლობა სწავლის გაგრძელებისა და მეც შემეძლო ვაჟების გვერდით ღირსეულად მეტარებინა საქართველოს თავდაცვის ძალების ფორმა.“

ნათია ჩიხლაძე: „ მივხვდი, რომ ფარიკაობა მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში არ იყო ჩემთვის. სპორტის ამ სახეობამ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრების წესი და სტილი.“

თამთა კაპანაძე: „უნდა იყო აქტიური და მოტივირებული – ესაა ძირითადი პრინციპები გუგლის დეველოპორეთა სტუნდეტურ კლუბში მოსახვედრად და მეც სწორედ ამ ნიშნით შემარჩიეს.“


ლილი ჯუმალი: „ მაშინ, როცა სხვა გოგონები თოჯინებით თამაშობდნენ, მე კრივის დარბაზში დავდიოდი სავარჯიშოდ . საქართველოს ჩემპიონიც სწორედ თავდაუზოგავი ვარჯიშით გავხდი.“

#უთხარიარაძალადობას
საქართველოში, მხოლოდ ბოლო 6 წელიწადში 151 ქალი მოკლეს საკუთარი ოჯახის წევრებმა ან პარტნიორებმა, მათ შორის , ბოლო 2 თვეში – 8 ქალი!

“ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ ქალების საქმე! ამ ბრძოლაში ყველა უნდა გავერთიანდეთ!“ – გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად